ზღაპრების ჯადოსნური სამყარო
შაბათი,14 ნოემბერი 2009წ.
პროექტის სახელი:რით განსხვავდება ხალხური ზღაპარი საავტორო ზღაპრებისგან
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ხალხურსა და საავტორო ზღაპრების შესახებ(აღმოსავლური და დასავლური),გამოიკვლევენ ძირითად განსხვავებებს და მსგავსებებს ამ ზღაპრებს შორის.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეების ერთი ნაწილი ირჩევს ფოლკლორული ზღაპრების გარჩევას.ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ხალხური ზღაპრები,როგორ მოხდა, რომ ასეთმა,ერთი შეხედვით,ადვილმა ჯანრმა გაუძლო საუკუნეებს.მოსწავლეთა მეორე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას მსოფლიოში ცნობილი მეზღაპრეების შემოქმედების შესახებ,გამოიკვლევს,რა მიზეზით იქცევიან ზღაპრების პერსონაჯები გმირებად,რატომ იწვევს ზღაპარი ბავშვებს,უფროსებს,ასევე მეცნიერების,რეჯისორებისა და მხატვრების ინტერესს.მოსწავლეები შეისწავლიან მოძიებელი ზღაპრების მსგავსება-განსხვავებებს,გააანალიზებენ ზღაპრის როლს ბავშვის აღზრდის პროცესში,შექმნიან მასალას ზღაპრის შემეცნებასა და დანიშნულებაზე.
მონაწილეთა ასაკი:13-15
ვადები/ხანგრძლივობა:4თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოძიებული ინფორმაციის განხილვა,გამოკვლევა,ნახატების გამოფენის მოწყობა,დისკუსიები,შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება ბლოგი,სადაც განთავსდება საინტერესო მასალა ზღაპრების შესახებ,ფოტოგალერეა;ბლოგის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ სხვადასხვა კულტურის თავისებურებებს,აღმოაჩინონ მსგავსებები და თავისებურებანი.
სარგებელი სხვებისთვის:კულტურათაშორისი დიალოგი,სხვადასხვა დროში მოღვაწე მეზღაპრეებზე ინფორმაციის მიღება,ზღაპრის,როგორცლიტერატურული ჟანრის უკეთ გაცნობა,პრეზენტაციის უნარის განვითარება და,შესაბამისად,მუშაობის პროცესში ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევების სხვებისთვის(თანატოლებისთვის)გაზიარება.
სამუშაო ენა:ქართული,რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ხელოვნებაში,ისტორიაში,უცხო ენებში/
ძირითადი საკომუნიკაციო უნარების განვითარება, მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმის და შეფასების უნარის ჩამოყალიბება,ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სკოლას,რომელიც აღნიშნული საკითხით დაინტერესდება.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:სოფო შავერდიანი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:sofisofiiiaaa@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Комментариев нет:
Отправить комментарий